უკრაინაზე მორიგი სარაკეტო შეტევაა

დღეს დილით, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა ს მხრიდან მორიგი სარაკეტო იერიშის გამო. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა უკრაინის სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმისთვის რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან აფრინდნენ რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3.
გასულ ღამით, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვზე და ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის გამოიყენეს ოთხი საზენიტო მართვადი რაკეტა С300/400. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ