ზე მასირებული შეტევის გამო ზელენსკი ნაადრევად დაასრულებს სამხრეთ აფრიკაში ვიზიტს

უკრაინის პრეზიდენტმა მ, რომელიც ვიზიტით იმყოფება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სამძიმარი გამოუცხადა ს მასირებული შეტევის შედეგად კიევში დაღუპულთა ოჯახებს.
სოციალური ქსელებით უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ 44 დღის წინ დასთანხმდა -ის წინადადებას ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ, კი 44 დღეა ისევ აგრძელებს ხალხის დახოცვას და თავიდან იცილებს მკაცრ ზეწოლას და პასუხისმგებლობას.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველა ხედავდეს და ყველას ესმოდეს, რა ხდება სინამდვილეში. მ კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის ამსახველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამაფოსას, რომელიც ამჟამად „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეა, არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს გააცნობს, ამ შეხვედრის შემდეგ ვიზიტს ნაადრევად შეწყვეტს და უკრაინაში დაბრუნდება.
უკრაინის ხელისუფლების თავდაპირველი ინფორმაციით, რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა.
დღის 12 საათისთვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპიკერმა პავლო პეტროვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” განუმარტა, რომ ნაპოვნია 8 იდენტიფიცირებული ცხედარი და სხეულის ნაწილები. პეტროვის თანახმად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, ეს ნაწილები მეცხრე დაღუპულისაა, თუ უკვე ამოცნობილების.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც.
კიევსა და ოლქებში დანგრეული ან დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, საწარმოები და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
იმ მონაცემების მიხედვით, რომლებსაც განგაშის შესახებ მოქალაქეების გაფრთხილების მიზნით გასული საღამოდან სოციალური ქსელებით აქვეყნებდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა, ქვეყნის რეგიონებზე 23 აპრილს, საღამოს შვიდი საათის შემდეგ დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა, 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ კი მათ დაემატა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინაში გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის რვის ნახევრისთვის შეწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის