უკრაინაზე მასირებული შეტევა იყო – კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ზე მიიტანეს მორიგი მასირებული შეტევა. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ძირითადი მიმართულება იყო ს ოლქი.
საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 31 ივლისს დილით, გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა და 89 უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასირებული შეტევა.
საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს 89-ვე დრონი და ერთადერთი რაკეტაც, რომლითაც მოწინააღმდეგემ ნიკოლაევის ოლქს შეუტია.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ წლის დასაწყისიდან კიევზე ყველაზე მასირებული შეტევა იყო, თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა, 40-ზე მეტი დრონი, მოიგერიეს. კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ცნობა მსხვერპლის ან სერიოზული ნგრევის შესახებ. დადასტურებულია, რომ მოგერიებული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის ოლქში, ერთ-ერთ კერძო სახლში.
რუსეთის მასირებული შეტევის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებშიც.
შედეგების დაკონკრეტების გარეშე, უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის ოლქში, ოთხი – ბრიანსკის ოლქში და თითო-თითო – კურსკის, კალუგის და როსტოვის ოლქებსა და ყირიმში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, კურსკის ოლქში მოიგერიეს რაკეტა „ნეპტუნიც“.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.