ზე ისევ მასირებული შეტევა იყო, არის მსხვერპლი

ს ჯარებმა ზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
5 ოქტომბერს, გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ მსხვერპლია ქალაქ ზაპოროჟიეში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა იყო დრონებით და საავიაციო ბომბებით. დაზარალდა ქალაქის სამი რაიონი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 და დაიჭრა 9 ადამიანი. დაზიანებულია 8 მრავალბინიანი და ამდენივე კერძო სახლი. ერთი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. დაზიანებულია სხვა შენობებიც. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 67 ათასზე მეტი აბონენტი.
სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ლვოვზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ს ჯარებმა ლვოვის მიმართულებით გამოიყენეს აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალი“.
ლვოვზე შეტევა იყო დრონებითაც. მერის, ანდრიი სადოვის ცნობით, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
ფორუმი