უკრაინაზე ისევ მასირებული შეტევა იყო, არის მსხვერპლი

რუსეთის ჯარები განაგრძობენ ზე მასირებულ შეტევას. 10 ივნისს, შუაღამის შემდეგ რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში იყო, მათ შორის კიევსა და ოდესაზე.
ქალაქ ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ერთ-ერთ სახლზე დარტყმის შედეგად. ტრუხანოვის ცნობით, ოდესაში დაზიანებულია სამშობიარო სახლის ადმინისტრაციული შენობა, საიდანაც ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მსხვერპლი არ არის. ოდესის მერის თანახმად, დაზიანებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგური და სახლები.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქში სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა. კიევის შვიდ რაიონში დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, ბიზნეს-ცენტრი, აფთიაქი და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები. კიევში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ
დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ოთხ რაიონში დაზიანებულია სახლები.
ივნისის დასაწყისიდან ს ჯარებმა კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს უკრაინაზე შეტევა. არაერთი მასირებული იერიში იყო დედაქალაქ კიევზეც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის პასუხი თავის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის თავდასხმებისთვის, რომლებსაც „ტერორისტულს” უწოდებს. რუსეთი ირწმუნება, რომ სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და სამოქალაქო ობიექტების ნგრევის შესახებ.
2025 წლის ივნისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და უსაფრთხოების სამსახურმა სულ მცირე სამჯერ განაცხადეს რუსეთის სხვადასხვა ოლქში სამხედრო აეროდრომებზე შეტევის შესახებ.
ფორუმი