ზე იერიში ახალი ბალისტიკური რაკეტით მივიტანეთ” – პუტინი

ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, 21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკით” მიიტანა. პუტინის თქმით, ეს ახალი რაკეტის საცდელი გაშვება იყო, – ს პრეზიდენტმა ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა.
“21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით”, – თქვა პუტინმა მიმართვაში.
პუტინის თქმით, ახალი რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
იქამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 21 ნოემბერს დილით, რუსეთმა ზე იერიში მიიტანა, რა დროსაც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. ამავე დროს, -ში განაცხადეს, რომ რუსეთმა დნიპროში საშუალო რადიუსის ექსპერიმენტული რაკეტა გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!