უკრაინაზე დრონებით შეტევა იყო, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ კიევის ოლქსა და სუმიში

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათ შორის სამი წლის ბავშვი. დაზიანებულია სახლი, არასაცხოვრებელი შენობა და საწყობები.
სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ სუმიში. მერის მოვალეობის შემსრულებლის, არტიომ კობზარის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმა იყო ორ სამრეწველო ობიექტზე. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო