უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა იყო, არიან დაშავებულები

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 18 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ ს შეუტია 176 დრონით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 103 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ს, კიროვოგრადის, ვინიცის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში, კიდევ 67 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობითვე, დრონებით შეტევამ დააზარალა კიროვოგრადის, კიევის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები.
კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრიი რაიკოვიჩის ინფორმაციით, ქალაქ დოლინსკში რუსული დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს. დაიჭრა ერთი ოჯახის სამი წევრი – დედა და ორი შვილი. ხანძრის გამო საჭირო გახდა კორპუსიდან 38 ოჯახის ევაკუაცია.
კიევში რუსული დრონების ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ