უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 13 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 140 უპილოტო საფრენი აპარატით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 85 დრონი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში, კიდევ 52 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე”.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა შედეგების დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ დაზარალდნენ ოდესის და ხარკოვის ოლქები.
უკრაინული მედია გვიან ღამითვე იუწყებოდა, რომ ოდესის ოლქში რუსეთის ჯარებმა დრონებით დაარტყეს იზმაილის რაიონში მდებარე რენის პორტს, რომელიც მდინარე დუნაიზე, რუმინეთთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ეს პორტი სხვა დროსაც არაერთხელ იყო რუსეთის სამიზნე.
დილით ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იზმაილის რაიონზე დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დაიჭრა ერთი ადამიანი, დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა და სასწავლო დაწესებულების შენობა.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/123777616_gazmanov-300x169.jpg)