ზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმა იყო, დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან მოსკოვიდანაც

ს არმიამ ზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 21 უპილოტო საფრენი აპარატი(Shahed-136/131) და 3 მართვადი საავიაციო რაკეტა(Х-59). დრონებით შეტევა იყო ს ტერიტორიიდან, პრიმორსკ-ახტარსკის მხრიდან, ხოლო სარაკეტო – უკრაინის ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობითვე, რუსეთის 21-ვე დრონი გაანადგურეს ოდესის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ხმელნიცკის ოლქებში და 3-დან 2 რაკეტა – ნიკოლაევის ოლქში. უკრაინის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ცნობები თავდასხმით გამოწვეული შედეგების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტის გემიდან 4 ფრთოსანი რაკეტა „კალიბრით“ დაარტყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს. თავდაცვის სამინისტრო კონკრეტული სამიზნეების დასახელების გარეშე აცხადებს, რომ დარტმა „წარმატებული“ იყო და სამიზნეები „განადგურებულია“. უკრაინას ამ შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
დღეს დილით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა დედაქალაქის მახლობლად გაანადგურეს დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა. სობიანიის წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების რაიონში არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილობრივი დროით 07:30 საათზე, თვითმფრინავის ტიპის „უკრაინული“ დრონი გაანადგურეს მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკის რაიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი