უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აჭარბებს

უკრაინაზე ს მიერ განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, 116 კი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, ლვოვის ოლქში 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი – დაშავდა.
ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა. დაშავებულებს შორის არის ორ წლამდე ასაკის ბავშვი. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ კიპერის თქმით, რუსების თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20-ზე მეტია. დაშავებულებს შორის 2 ბავშვი და ორსული ქალია.
ხარკოვის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ზაპოროჟიეს სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს ცნობით კი რუსების თავდასხმას ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა კი, თორმეტია.