უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, შოლცმა ორბანს ოთახის დატოვება შესთავაზა – Politico

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შესთავაზა, სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღების დროს, ოთახი დაეტოვებინა, – ამის შესახებ Politico, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კონსენსუსს ვერ აღწევდნენ, რადგან უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამიტომ, გერმანიის კანცლერმა ორბანს შესთავაზა, თუ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და დანარჩენი ლიდერებისთვის საშუალება მიეცა, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიეღოთ.
უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაშიც უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია, – დაწერა სოციალურ ქსელში ვიქტორ ორბანმა უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე