ლუკა მოდრიჩი “რეალის” დატოვებას ზაფხულში კონტრაქტის დასრულების შემდეგ აპირებდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.
Fichajes-ის ცნობით, 38 წლის ხორვატი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ ბოლო ორ მატჩში, “ალმერიასთან” და “ლას-პალმასთან” არ ათამაშეს და ახლავე უნდა გუნდის გამოცვლა.
საუდის არაბეთის კლუბები მზად არიან მოდრიჩი 1 მილიონ ევროდ შეიძინონ და თავად ფეხბურთელს იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი (დაახლოებით 21 მილიონი) გადაუხადონ, რამდენსაც ახლა იღებს.
მიმდინარე სეზონში ლუკამ 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.