„უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებლებში, თუმცა, ისე რომ ბიზნესი გაჩერდეს და რაიმე შეფერხება იყოს არ მოხდება“- „გლობალ ავტო იმპორტი“

„უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებლებში, თუმცა, ისე რომ ბიზნესი გაჩერდეს და რაიმე შეფერხება იყოს არ მოხდება“- „გლობალ ავტო იმპორტი“
ავტომობილის რეექსპორტისთვის საფასური 150 ლარით გაიზრდება. -ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურებები ძვირდება. შესაბამისი ცვლილება პარლამენტში ,,ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა.
,,კომერსანტი” დაინტერესდა რა გავლენას იქონიებს ახალი ტარიფები ბაზარზე. ჩვენ კითხვით ,,გლობალ ავტო იმპორტის” საოპერაციო დირექტორს მივმართეთ. თინათინ გველესიანი აცხადებს, რომ ფასის მატებამ მომხმარებლებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გაძვირებული ტარიფი ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. მისივე განმარტებით, საექსპორტო გადასახადის გაზრდის მიუხედავად ბიზნესები არ გაჩერდებიან.
,,განმარტებით ბარათში არის ახსნილი, რომ საექსპორტო გადასახადი გაძვირდება. შესაბამისად, რა თქმა უნდა უკმაყოფილებას გამოიწვევს მომხმარებლებში, თუმცა ვფიქრობთ, რომ 150 ლარის გამო რეექსპორტი, ავტომობილების გაყვანა, როგორც ჩვენს მომხმარებლებთან ვიკითხეთ და მათი აზრი მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია და არავის არ მოსწონს, როდესაც თანხა ეზრდებათ რაიმე მომსახურებაზე, თუმცა როგორც გვითხრეს რეექსპორტს ამის გამო არ შეაჩერებენ. როდესაც თანხა იზრდება უკმაყოფილება მოდის მომხმარებლებისგან, თუმცა ისე რომ ბიზნესი გაჩერდეს და რაიმე შეფერხება იყოს არ მოხდება. შესაძლებელია 1-2 %-ზე იმოქმედოს და ვინმემ პროტესტის გამო შეგნებულად შეაჩეროს. თუმცა 150 ლარის გამო, ბიზნესის შეჩერებას არავინ არ აპირებს.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ,,გლობალ ავტო იმპორტის” საოპერაციო დირექტორი თინათინ გველესიანი.
ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ახალი ტარიფები 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. რას შეეხება გაძვირება, დეტალები ნახეთ ბმულზე.