“უკიდურესად იშვიათი ფენომენი“ – დიდი ბრიტანეთი ვარდისფერ ნისლში გაეხვა: რით ხსნიან მეცნიერები უჩვეულო მოვლენას (ფოტოები)

ბრი­ტა­ნე­ლე­ბი გა­ო­ცე­ბულ­ნი დარ­ჩნენ, რო­დე­საც დე­კემ­ბრის ერთ დღეს გა­რეთ გა­ი­ხე­დეს და ყვე­ლა­ფე­რი ვარ­დის­ფერ ნისლში იყო გახ­ვე­უ­ლი.
· მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბის თქმით “ვარ­დის­ფე­რი ნის­ლი“ მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც მზის შუქი ჰა­ერ­ში არ­სე­ბულ ისეთ ნა­წი­ლა­კებ­ში გა­ივ­ლის, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად მტვრის ან ტე­ნი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლა­კე­ბია.
Met Office-ის წარ­მო­მად­გენ­ლის, გრე­ჰემ მედ­ჯის გან­მარ­ტე­ბით “რო­დე­საც მზის სხი­ვე­ბი ატ­მოს­ფე­როს მრა­ვალ ფე­ნას გა­დის, ლურ­ჯი ფერი იფილტრე­ბა და იფან­ტე­ბა, ხოლო წი­თე­ლი ფე­რე­ბი რჩე­ბა, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, მზის სხი­ვე­ბის ფე­რე­ბი ატ­მოს­ფე­რო­სა და ნის­ლის გავ­ლით იფილტრე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ იძენს ვარ­დის­ფერ ელ­ფერს“
სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ამ სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბის ამ­სახ­ველ­მა ფოტო და ვი­დეო კად­რებ­მა მო­იც­ვა, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რე­ბენ და უამ­რავ კო­მენ­ტარს ტო­ვე­ბენ.
· გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში მსგავ­სი “ვარ­დის­ფე­რი ნის­ლი“ კა­ნა­დის ნა­წილ­საც მო­ე­დო, მოვ­ლე­ნას კლი­მა­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტმა და­რი­უს მაჰდავ­მა “უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თი ფე­ნო­მე­ნი“ უწო­და.
მსგავ­სი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა “გა­რე­მოს მთე­ლი რიგი პი­რო­ბე­ბი იდე­ა­ლუ­რად და­ემ­თხვეს ერ­თმა­ნეთს და მისი პროგ­ნო­ზი­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია“
კა­ნა­და­ში “ვარ­დის­ფე­რი ნის­ლის“ ფე­ნო­მე­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 10–15 წუთს გაგ­რძელ­და.
წყა­რო: www.ambebi.ge