ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება 2026 წლის პირველ ივნისს იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე განხორციელებულია 5 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. ადგილზე იგეგმება მათ შორის სამი საჩოგბურთო კორტის, საცურაო აუზის, ფიტნეს-დარბაზისა და სხვა სპორტული დანიშნულების სივრცეების მშენებლობა.
კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა.
“კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია. მას ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც კონტროლს უწევს მშენებლობის ხარისხსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობას. პირველადი შეფასებით, შენობის მზიდ კონსტრუქციებს საფრთხე არ შეჰქმნია და სამშენებლო მასალის ჩამოშლამ შენობის მდგრადობაზე გავლენა არ მოახდინა“, – თქვა კალაძემ.
