უკვე შვიდი – რომელმა ნაკრებებმა მოიპოვეს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ბრაზილია 4:1 გაანადგურა, ბოლივიასა და ურუგვაის შეხვედრა კი ნულოვანი ფრით დასრულდა, რის შედეგადაც “ალბისელესტე” გახდა მე-7 ნაკრები, რომელმაც 2026 მუნდიალზე თამაში ოფიციალურად გაინაღდა.
მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებამდე აღნიშნული საგზურის მფლობელი 3 ნაკრები გახდა. ესენი იაპონია, ახალი ზელანდია და ირანი არიან.
რა თქმა უნდა, ჩამონათვალს სამი მასპინძელი ქვეყანა, , მექსიკა და კანადაც დაემატებიან და გამოდის, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 7 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში