“უკვე მოძალადე „ალტ-ინფოს“ ქმედებებიც მე მბრალდება” – მერაბ მეტრეველი

წარმოუდგენელი სიგიჟეა მართლა:
გუშინ განხვავებული აზრი გამოვთქვი ბრძოლის მეთოდზე… მხოლოდ მეთოდეზე ანუ ბრძოლის არსს ვეთნახმები, რომ სტალინის გამოსახულება ეკლესიაში არის მარაზმი, რომ ჩვენს ეკლესიაში რუსული გავლენები სულ უფრო აშკარა ხდება და ეს საფრთხეს უქმნის ზოგადად ქვეყნის განვითარებას და ა.შ. უბრალოდ, არ მომეწონა ნატა ფერაძის საქციელი და მიმაჩნია, რომ ასეთი მეთოდებით დაპირისპირება თავად ამ ბრძოლას აზიანებს და გაყენებს წამგებიან მდგომარეობაში ანუ ტაქტიკურ დონეზე მაქვს მხოლოდ განსხვავებული მოსაზრება და ამის გამო ორი დღეა სხვადასხვა გვერდებზე მათრევენ ტიპები.
ზოგჯერ მართლა ვფიქრობ ეს ხალხი რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, რას იზამს… …
უკვე მოძალადე „ალტ-ინფოს“ ქმედებებიც მე მბრალდება. ანუ მე სანამ ნატა ფერაძის საქციელს გავაკრიტიკებდი „ალტ-ინფო“ მოძალდე ორგანიზაცია არ იყო. ჩემი პოსტის შემდეგ გამხდარა. ანუ აწი ვინმეს საქციელი თუ არ მომეწონება, უნდა გავჩუმდე და პირში წყალი ჩავიგუბო მგლის შიშით.
მართლა სრულ საგიჟეთში ვცხოვრობთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე პოლიციელს – ვითომ ტერორისტები დაიჭირეთ აქ – როცა მცემეს, რუსთაველის მეტრომდე ვირბინე, პატრულის თანამშრომლები ჯიბეებში ხელჩაწყობილი უყურებდნენ, გქონდათ თუ არა დავალება, მსგავს სიტუაციაში არაფერი მოგემოქმედათ?

მამუკა ხაზარაძე – რატომ არ იბარებენ იმ ხალხს სასამართლო დარბაზში, ვისაც აქვს პრეტენზია ჩემსა და ბადრის მიმართ, რადგან ეს არის ერთი „კლანი“ – რით ჯობია წულუკიანი ნებისმიერს, რომელიც სასამართლოზე დადის?