უკვე მეორე წელია, წალენჯიხა-ზუგდიდის გზა დაზიანებულია | შპს “პარიამ ბეტონი” სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ ასრულებს

უკვე მეორე წელია, წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა დაზიანებულია. ავტომობილებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილება უჭირთ. უამინდობის დროს კი მანქანებს შემოვლითი გზით სარგებლობა უწევთ.

საზღვრის განაპირა რაიონთან ცენტრალური გზის მშენებლობა კომპანია “პარიამ ბეტონს” ევალება. სწორედ მან გაიმარჯვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, თუმცა, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ ასრულებს. აღებულ ვალდებულებაზე შპს-ს სახელმწიფო პასუხს არ სთხოვს.
“გასაკეთებელია და პატრონი არ ჰყავს არავინ… დიდი ხანია, ამ მდგომარეობაში ვართ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ავტორი: ემა გოგოხია