უკვე მეორე დღეა, ბათუმში 30 წლის კაცს ეძებენ

უკვე მეორე დღეა, ბათუმში 30 წლის კაცს ეძებენ, რომელიც სახლიდან 25 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ახლობლების ინფორმაციით, არჩილ პაქსაძე ბოლოს დედას ესაუბრა:
“გაუჩინარდა ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქ ბათუმში 30 წლის არჩილ პაქსაძე (რამაზის სახელით იცნობს მას ყველა) სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა საღამოს 20:00 საათზე 25/12/2023 მან თავის დედას დაურეკა და თითქოს გამომშვიდობება გააკეთა ის ქალაქ ბათუმში ხელვაჩაურის რაიონში ცხოვრობს. მას აცვია შავი ქუდიანი მოსასხამი ჯინსის შარვალი დაახლოებით 1.74არის სიმაღლეში. ამჟამად ყველა მისი ნათესავი მეგობრები და მთელი ქალაქ ს საპატრულო პოლიცია ეძებს. გთხოვთ გაგვაგებინეთ თუ ფოტოზე აღნიშნულ მამაკაცს შენიშნავთ სადმე, ჩვენთვის მცირე ინფორმაციაც კი მნიშვნელოვანია. დაგვირეკეთ აღნიშნულ ნომერზე +995 558 24 04 04″ – აცხადებენ ახლობლები.