უკვე მეორედ – ტრუბინმა გოლოვინს ხელი კვლავ არ ჩამოართვა

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “მონაკომ” “ბენფიკა” მიიღო და 0:1 დამარცხდა.
მატჩის დაწყების წინ ლისაბონელთა უკრაინელმა მეკარე ანატოლი ტრუბინმა ფეხბურთელების მისალმებისას მასპინძელთა რუს ნახევარმცველ ანდრეი გოლოვინს ხელი არ ჩამოართვა.
ტრუბინმა ასეთი რამ უკვე მეორედ გააკეთა. მან მსგავს საქციელს პირველად გასული წლის ნოემბერში მიმართა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, მისმა გუნდმა გასვლაზე “მონაკო” 3:2 დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში