უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვების, რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს – მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ – ირაკლი კობახიძე

2012 წლიდან მოყოლებული, “ნაცმოძრაობა”, მათ შორის, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება “ქართული ოცნება” თუმცა, მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მე-9, მე-10 და, ასევე, გარანტირებულად, მე-11 არჩევნებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი შემცირდა, არის იმედგაცრუება, ვინაიდან, მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ მათი გამარჯვების.
“ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა, შემდეგ იწვევენ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას. ამით ალბათ, მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის სწორედ ეს იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს და 8-ჯერ წააგეს. რა თქმა უნდა, მეცხრედაც აუცილებლად წააგებენ შემდეგ არჩევნებს”, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია