ახალი წლის რეზოლუცია თუ უკვე შეადგინეთ, ახლა დროა, მის შესრულებაზე იზრუნოთ. თუმცა ეფლს არცთუ ისე კარგ სტატისტიკაზე აქვს წვდომა, ამიტომაც შეგვახსენებს, რომ „თავი უნდა დავანებოთ თავის დანებებას“. ასე გასული წლის კამპანიას აგრძელებს და გვეუბნება, რომ ახალი წლის მეორე პარასკევს ამ გეგმების დავიწყებას ვიწყებთ…
იუმორისა და ქცევითი ფსიქოლოგიის ნარევია ის, რასაც TBWAMedia Arts Lab-თან ერთად გვთავაზობს. 15-წამიანი ფილმებით ჩვენი რეზოლუციების მტრებს გვაცნობს, დილით სირბილისას ბარის სკამი რომ გამოგეკიდებათ:
ან თბილი ლოგინი:
ან, თუნდაც, თქვენი კომფორტული სავარძელი:
შეგახსენებთ, რომ არ უნდა დანებდეთ, მით უმეტეს, როცა ამაში ჭკვიანი საათი გეხმარებათ…
www.marketer.ge




