“უკვე გვაქვს ლეტალური შემთხვევებიც… 43 წლის ქალბატონი გარდაიცვალა” | ვატო სურგულაძე საქართველოში გავრცელებულ ვირუსზე

“უკვე გვაქვს ლეტალური შემთხვევებიც… 43 წლის ქალბატონი გარდაიცვალა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექპერტმა ვატო სურგულაძემ “მთავარ არხთან” განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს ქვეყანაში გავრცელებული ვირუსი თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული და მონიტორინგსაც არ აწარმოებენ.
“არავითარი ინფორმაცია, არაფერზე არ დევს. არც სტატისტიკური, არც სეზონურ გრიპზე, არც, რა თქმა უნდა, კოვიდის ახალ შტამზე. გვაქვს უკვე ლეტალური შემთხვევებიც, მე ვიცი, 43 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, ზუსტად კოვიდით, დამძიმებული ანამნეზი იყო, გვარს და სახელს არ დავასახელებ. ვერც სტატისტიკას ვერ ვპოულობ”, – განაცხადა სურგულაძემ.