,, უკვე არ ვიცი ამ ვალერიანკაზე გავბრაზდე თუ ამ უტორმუზობაზე” – რას წერს ვიკა ბუკია

ჟურნალისტი სოციალირ ქსელში ,,მწვანე ბანაკში” მომხდარ ფაქტს ეხმაურება:
,,მწვანე ბანაკში ბავშვს მისცა ექიმმა ვალერიანი. არანაირი გამართლება არ აქვს ამ
ამბავს. მნიშვნელობა რასაკვირველია აქვს კატაბალახას მისცემ თუ აზალეპტინს, თუმცა მსუბუქის შემთხვევაში კი საზიანო ეფექტი შეიძლება ქონდეს ბავშვისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მსუბუქის შემთხვევაშიც კი, ბავშვი ფსიქოლოგიურად შეიძლება განეწყოს, რომ უწამლოდ ძილი არ მოსულა. განაწყენებულმა მშობელმა პოსტი დაწერა. მე მესმის მისი სრულებით და ძალიან გავბრაზდი. მაგრამ მერე რა მოხდა? პოსტს ძალიან სწრაფად მოყვა ბანაკის ხელმძღვანელის რეაქცია, რომელიც იყო სწორი, ძალიან ცალსახა, ძალიან მკაფიო, ყოველგვარი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობის გარეშე. მეტი არ ვიცი რა უნდა დაეწერა და ექნა ამ ადამიანს. სწორედ ბანაკის ხელმძღვანელის პოსტისგან გავიგეთ დამატებითი დეტალები. კიდევ ორი ბავშვითვის მიუცია ექიმს ვალერიანი და ასევე ხველების წამალი. ადამიანმა დაწერა, არანაირი გამართლება ამ ამბავს არ აქვსო. ექიმმა ჩემ გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილებაო.
და მაინც, სტატუსის ქვეშ უხსნიან რა ცუდად მოიქცნენ და მაინც, სტატუსს აშეარებენ და ახლა უკვე არ ვიცი ამ ვალერიანკაზე გავბრაზდე თუ ამ უტორმუზობაზე მთელი ბანაკის რეპუტაცია რომ უნდა გადაყვეს ძალიან უსამართლოდ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ