უკვე არსებობს დამატებითი ექსპერტიზის პასუხები, რომლის მიხედვითაც, ღობე გადაჭრილი არ ყოფილა – შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობე გადაჭრილი არ ყოფილა.
გეკა გელაძემ აღნიშნულით ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა: „ღობესთან დაკავშირებით ისმის განცხადებები. თუ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ან ექსპერტიზა და რა შედეგები გაქვთ?“
„ალბათ უხერხული და სასაცილოც არის ამაზე საუბარი. დამატებითი ექსპერტიზა დავნიშნეთ და კითხვის სახით დავსვით, ჰქონდა თუ არა ჭრის კვალი ჯებირებს. რეალურად, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა დაზიანებები და ჭრის კვალი არ აღენიშნება. დამატებითი ექსპერტიზის პასუხები უკვე არსებობს“, – განაცხადა გეკა გელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა