უკვე ანრიზე წინ – სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში “ლივერპულმა” “ისფვიჩს” უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. “მერსიაიდელთა” მხრიდან ერთი გოლი 35-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა, რაც მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატში რიგით მე-19 აღმოჩნდა და ეგვიპტელი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ სალაჰს პრემიერ ლიგაში 176 გოლი მოუგროვდა, რითაც ტიერი ანრის გადაუსწრო და ამ ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებში მე-7 ადგილზე გადავიდა.
სალაჰი სავარაუდოდ, მალე მეექვსე პოზიციაზე გადავა, რადგან ლეგენდარულ ფრენკ ლამპარდთან ერთ ბურთიანი ჩამორჩენა აქვს. ეგვიპტელმა პრემიერ ლიგაში პირველი გოლი 2014 წელს “ჩელსის” რიგებში გაიტანა.