უკეთესი იქნებოდა, უკრაინისა და ს პრეზიდენტები შეხვედროდნენ ერთმანეთს – კაია კალასი

ევროკავშირში მიიჩვენევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, სა და ს ნაცვლად, ერთმანეთს უკრაინისა და ს პრეზიდენტები შეხვედროდნენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ზელენსკი-პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან შეთანხმება სწორედ მათ შორის უნდა შედგეს.
„ვისურვებდი, ზელენსკი შეხვედროდა პუტინს, რადგან სწორედ ისინი უნდა შეთანხმდნენ. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან, ვნახოთ, რა გამოვა ამ შეხვედრიდან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ზელენსკიც შეხვდეს პუტინს. მათ შეუძლიათ, რეალურად განიხილონ, რა გააკეთონ. ამერიკას თუ საკმარისი ძალა აქვს, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს და ამ ძალას თუ გამოიყენებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ რუსეთი ამ ომს შეაჩერებს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უპასუხა „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიასთან დაკავშირებულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა ს მოუწოდა, რუსეთსა და ს შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს.
კაია კალასის განცხადებით, უკრაინელები ძალიან გამძლეები არიან.
„ისინი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან. ამიტომ მათ ასე უბრალოდ დანებება არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ეს საერთაშორისო წესრიგისთვისაა. ნეგატიურია, რომ აგრესორი იღებს იმას, რაც სურს, რადგან ეს არის გზავნილი ყველა აგრესორისთვის მსოფლიოში, რომ მათ უბრალოდ შეუძლიათ, წავიდნენ და აიღონ ის, რაც სურთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
ცნობისთვის, „ფაინენშალ თაიმსმა“ სტატიაში დაწერა, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ს მოუწოდა, რუსეთსა და ს შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს. გამოცემა ასევე იუწყებოდა, რომ ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში პუტინი უკრაინას „განადგურებით“ დაემუქრა. გამოცემის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე გადადო უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები, მოითხოვა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის ჩაებარებინა და არაერთხელ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას წამოჭრილი საკითხები. „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი რუსეთს გადასცეს, უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და დონბასი უნდა „გაიყოს“.