„უკეთესი იქნება თუ საწყის ეტაპზე ციფრული ლარის გამოჩენა კომერციულ ბანკებსა და სებ-ს შორის მოხდება”

„უკეთესი იქნება თუ საწყის ეტაპზე ციფრული ლარის გამოჩენა კომერციულ ბანკებსა და სებ-ს შორის მოხდება”
საწყის ეტაპზე უკეთესი იქნება თუ ციფრული ლარის გამოჩენა კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთობაში მოხდება. ამის შესახებ Mastercard-ის რეგიონული დირექტორმა დავით ზღუდაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველო და განსაკუთრებით ეროვნული ბანკი დაინტერესებულია, რომ ციფრული ლარი განავითაროს.
„USAID-თან ორი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ერთი არის ელ. კომერციის მიმართულების ეკოსისტემის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით, ერთობლივი ძალისხმევით, სხვადასხვა ტიპის კამპანიების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობას და მცირე ბიზნესს განავითაროს ელ.კომერციის მიმართულებით ვაჭრობის წახალისება, ასევე გაზარდოს სანდოობა.
ხოლო მეორე მიმართულება, რომელიც ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას გულისხმობს – ეს არის დაკავშირებული ციფრულ ლართან, smart კონტრაქტებთან და ყველაფერ იმასთან, რაც არის CBDC ეკოსისტემის რეალიზებისთვის საჭირო.
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო და განსაკუთრებით ეროვნული ბანკი დაინტერესებულია, რომ განავითაროს ციფრული ლარი. ძირითადად, ციფრული ლარის განვითარების წინაპირობა არის ის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ტრანზაქციების ეფექტურობა, ასევე უკეთ აკონტროლოს ინფლაციური პროცესები და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები. ვხედავთ, რომ მსოფლიო მიმართულებით აღნიშნული ინიციატივები უკვე ბევრ ეროვნულ ბანკს აქვს.
საწყის ეტაპზე უკეთესი იქნება თუ ციფრული ლარის გამოჩენა კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკებს შორის ურთიერთობაში მოხდება, რათა გაუმჯობესდეს პროცესები, ქაღალდის ლარი ჩანაცვლდეს ელექტრონული ლარით, რაც გააუმჯობესებს ეფექტურობას. შემდეგ ეტაპზე, როდესაც დავინახავთ ყველა სიკეთეს და თვითონ ეკოსისტემაც, კომერციული ბანკების და ეროვნული ბანკის მხრიდან იქნება მზაობა შესაძლებელია ფიზიკურ მომხმარებელზე შეიქმნას სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიები, რომელთაც ისინი გამოიყენებენ,“ – განაცხადა ზღუდაძემ.