” უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? არ გეკადრებათ” – რას პასუხობს რუსკა მაყაშვილი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას – Marao
“დღეს დაგინახეთ, ბავშვი მიგყავდათ ალბათ ბაღში. დიდი ბოდიში, უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? როდესაც ასეთი ცნობილი ადამიანი ხართ, არ გეკადრებათ. რა მაგალითს აძლევთ ახალ თაობას?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსკა მაყაშვილს სწერენ. ტელეწამყვანმა კომენტარის ავტორს საჯაროდ უპასუხა:
“ხედავთ, რა მომწერეს? სად არის აქ ლოგიკა? რა შუაშია საერთოდ, რა მაგალითს ვაძლევ ახალ თაობას, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ… და თუ მაინცდამაინც, ზუსტად ეს ბრჭყვიალა, ძალიან მაგარი ახალი თაობა მაძლევს იმის მაგალითს, რომ მეცვას ის, რაც მინდა, ვაკეთო ის, რაც მინდა, ვიარო იქ, სადაც მინდა და ა.შ. ეს არავის საქმე არ არის, მარტო ჩემი საქმეა…” – თქვა რუსკა მაყაშვილმა.
რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა “საქართველოს ბანკის” 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ – სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.