ევროპალიგაზე “ლიონთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ, “რეალ ბეტისის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პრესკონფერენციაზე ორიგინალური იდეა გააჟღერა.
ჩილელის თქმით, კარგი იქნება, თუ ფეხბურთში ბურთის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება აიკრძალება. გამოცდილი სპეციალისტის აზრით, ეს ფეხბურთს უფრო დინამიკურს გახდის.
“ჩემი აზრით, ფეხბურთში არსებობს წესები, რომელთა შეცვლა ან გაუმჯობესება ცუდი არ იქნებოდა. მაგალითად, აიკრძალოს ბურთის საკუთარ ნახევარზე დაბრუნება, ანუ უკან პასი. ამის შემდეგ ფეხბურთი უფრო დინამიკური გახდება. იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა უფრო სანახაობრივი იყოს, ბურთმა მუდამ მეტოქის კართან ახლოს უნდა იტრიალოს”, – განაცხადა პელეგრინიმ.
საბა ლობჟანიძეს “ატლანტა იუნაიტედი” “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
პელეგრინი: “ბარსელონას” დამარცხებას ვაპირებთ
“ვესტ ჰემი” შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
“ჩაძაღლდი, რამოს” – რას უყვიროდნენ “ოსასუნას” გულშემატკივრები სერხიო რამოსს?
“ვესტ ჰემის” მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
“ვესტ ჰემის” გაძღოლა მანუელ პელეგრინის მიანდეს
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
“ლა ლიგა” სამარცხვინო გათამაშებაა – მანუელ პელეგრინი




