უკანონო დემონტაჟი ქუთაისში | ქალაქის ბულვარში მერიამ ისტორიული კაფე “სავანე” დაანგრია

ქუთაისის მთავარ ბულვარში დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ყოფილი საპარლამენტო დედაქალაქის ცენტრში მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით ქუთაისში ისტორიული კაფე – სავანეს დემონტაჟი განხორციელდა. ნგრევის პარალელურად ადგილზე პროტესტს გამოხატავდნენ მესაკუთრეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია და ხელისუფლებამ სამართლებრივი დავის დასრულებამდე შენობის დანგრევის გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღო.