„უკანა ტერიტორიაზე განხორციელდება საავადმყოფოს მშენებლობა, წინა ტერიტორია გამოყენებული იქნება საინვესტიციო მიზნებისთვის“ – პრემიერი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„უკანა ტერიტორიაზე განხორციელდება საავადმყოფოს მშენებლობა, წინა ტერიტორია გამოყენებული იქნება საინვესტიციო მიზნებისთვის“ – პრემიერი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
„უკანა ტერიტორიაზე განხორციელდება საავადმყოფოს მშენებლობა, წინა ტერიტორია გამოყენებული იქნება საინვესტიციო მიზნებისთვის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან მეორე შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფო, მანამდე შეინარჩუნებენ მოქმედ საავადმყოფოს თავისი მედპერსონალით.
„ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა – რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე მოხდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე, ჯერ კიდევ 2007 წელს. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა, შემდეგ პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. მაშინ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით – უკანა ტერიტორიაზე განხორციელდება საავადმყოფოს მშენებლობა, წინა ტერიტორია გამოყენებული იქნება საინვესტიციო მიზნებისთვის. რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას. ჩვენ მოვამზადებთ უახლოესი დღეების განმავლობაში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება, როგორ გაგრძელდება პროცესი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის კარგ მდგომარეობაში და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი შენობა. რასაც ყველა იზიარებს, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი. უახლოეს რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება რესპუბლიკური საავადმყოფო, მანამდე – უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნებთ მოქმედ საავადმყოფოს თავისი მედპერსონალით და რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოეს წლებში გააგრძელებს ფუნქციონირებს. ეს არის ის გადაწყვეტა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება როგორც სახელმწიფოს, ასევე ექიმების ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ