უკანასკნელ საგარეო-პოლიტიკურ სიტყვაში ბაიდენმა მთავარი ყურადღება უკრაინას დაუთმო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი -ის პრეზიდენტ ს სარკასტული კომენტარის სამიზნე გახდა თეთრი სახლის დატოვებამდე წარმოთქმულ მის ბოლო საგარეო-პოლიტიკურ სიტყვაში.
„როდესაც პუტინი შეიჭრა ში, მას ეგონა, რომ რამდენიმე დღეში აიღებდა კიევს. ფაქტობრივად, ომის დაწყების შემდეგ მე ვიდექი ს ცენტრში და არა ის. პუტინი იქ არ იყო“, თქვა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო დეპარტამენტში. „მე ვარ ერთადერთი მთავარსარდალი, რომელიც ეწვია სამხედრო ზონას, რომელიც არ კონტროლდება ამერიკული ჯარების მიერ“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი ყურადღება დაუთმო უკრაინას. მისი თქმით, მისი მიზანი იყო ს აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ორგანიზება და ბირთვული კონფლიქტის თავიდან აცილება. „ჩვენ ორივე შევასრულეთ,“ ხაზგასმით აღნიშნა ბაიდენმა, „ჩვენ შევქმენით საფუძველი, რომელზეც მომავალ ადმინისტრაციას შეუძლია დაიცვას უკრაინელი ხალხის ნათელი მომავალი“.
ჯო ბაიდენმა თავის მთავარ მიღწევებს შორის ჩამოთვალა ნატოს გაფართოება და გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და ფართომასშტაბიანი ინვესტიციები ნახევარგამტარების წარმოებაში შეერთებულ შტატებში, რაც, მისი თქმით, გააძლიერებს აშშ-ის პოზიციას ჩინეთთან კონკურენციაში. „ამერიკა უფრო ძლიერია, ჩვენი ალიანსები უფრო ძლიერია, ჩვენი მოწინააღმდეგეები და კონკურენტები უფრო სუსტი არიან. და ჩვენ არ გვიბრძოლია ამ შედეგების მისაღწევად“, განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ის ძლიერ პოზიციაზე ტოვებს მომავალ ადმინისტრაციას. ამერიკა კვლავ გახდა მსოფლიო ლიდერი.
არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განსხვავებულად შეაფასა მიმავალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკა: „ეს იყო ოთხი საშინელი წელი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია