უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა დასრულდა

კრემლში დასრულდა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარგზავნილ სტივ უიტკოფისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები. გამოცემა „კომერსანტის“ კორესპონდენტი იუწყება, რომ მოლაპარაკებები თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: ამერიკული მხრიდან – ჯარედ კუშნერი, დონალდ ტრამპის სიძე და რუსეთის მხრიდან – კირილ დმიტრიევი, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და იური უშაკოვი, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი.
კირილ დმიტრიევმა, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:
„საუბარი იყო ერთობ სასარგებლო, კონსტუქციული, ერთობ შინაარსიანი და გაგრძელდა არა ხუთ წუთს, არამედ ხუთ საათს“.
უშაკოვის თანახმად, ჯერჯერობით გეგმის კომრპომისული ვერსია არ არსებობს: „ზოგიერთი ამერიკული იდეა გვაწყობს, ზოგიერთი – არა“.
„ინტერფაქსი“ ასევე უშაკოვზე დაყრდნობით, წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ არ გაახმაურონ მოლაპარაკებების შინაარსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”