“ალტ-ინფო კონსერვატორები საქართველოსთვის” დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშია:
პრემიერი ძალიან ხშირად საუბრობს და სწუხს იმაზე, რომ ჩვენი ოპონენტები ძალიან გაუნათლებელი არიანო, არადა საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხვდება და ხედავს იმას, რომ გაუნათლებელი, უინტელექტო და ოროსნების სექტა ზუსტად რომ ქოც – გამპრავებლები არიან!!!
კი მე ვარ არაბული ვითომ ინვესტიციის წინააღმდეგი, კი ბატონო და ამ ვიდეოთი რასაც ატრიალებთ თქვენს ორლარიან ეთერებში მაგით ანუ რა? ტურისტად აქ ვინც გინდათ ის ჩამოვიდეს, გინდ ქუვეითელი, გინდ მოზამბიკელი და გინდ გერმანელი :)) და მეტსაც გეტყვით თუ ვინმე არაბული სამყაროდან ტექნოლოგიებში ან საწარმოებში ჩადებს ფულს, მე ვიქნები მაგის პირველი მომხრე!!! ეგ თქვენი პანიკა და წიოკი მე პირადად მაგრად არ მადარდებს, უბრალოდ მაგით თავს საბოლოოდ იზიანებთ!!! სულ ეს არის და ეს!!!




