უილსონი MEGOBARI Act-ის მხარდამჭერ მარშს ეხმაურება: გამბედავი ქართველები პატრიოტები არიან

თბილისში, MEGOBARI Act-ის მხარდამჭერი აქციას ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
“გამბედავი ქართველები პატრიოტები არიან, რომლებიც ძლიერ ქვეყანასა და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობებს ისწრაფვიან. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმს და მის მცდელობას, საქართველო მიჰყიდოს ირანის რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. საქართველოს მხარს უჭერს!” – წერ უილსონი.
შეგახსენებთ, 27 მარტს ამერიკის სენატი MEGOBARI Act-ს განიხილავს. კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. აქტის წარმდგენი ჯო უილსონი ამბობს, რომ დოკუმენტის მიღებით ამერიკას ქართველი ხალხისთვის თავისუფალი და სამართლიანი სურს.