უილსონი 43 პოლიტიკოსის მიმართვას ავრცელებს: არ შეხვდეთ არავის არალეგიტიმური რეჟიმიდან, ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მსოფლიოს 42 პოლიტიკოსთან ერთად საქართველოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

ჯო უილსონი და დასავლური პოლიტიკური სპექტრი ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, გაატარონ ერთიანი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ხელახალი ს დანიშვნას მოითხოვენ და ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმს უარყოფენ.

მოთხოვნათა ჩამონათვალში პოლიტიკოსებმა “ქართულ ოცნებასთან” მაღალი დონის შეხვედრების აკრძალვა და როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახურთათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის ძირის გამოთხრისთვის პროპაგანდისტების დასანქცირება შეიყვანეს.

ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი პოლიტიკოსები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ გატარდეს ერთიანი პოლიტიკა, არ ჩატარდეს მაღალი დონის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და არალეგიტიმურ რეჟიმს შორის იქამდე, სანამ რეჟიმი არ დათანხმდება ახალ, სათანადო მონიტორინგის ქვეშ არჩევნების ჩატარებას. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდეს ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნების ოფიციალური პირები, ასევე პროპაგანდისტები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას ძირს უთხრიან.

ივანიშვილის პარტიამ აირჩია დააიგნოროს ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთება ბოლო არჩევნებისა და ახალი პრეზიდენტის ცალმხრივად არჩევის შესახებ. მათ ასიათასობით მომიტინგეს საპროტესტო აქციების დროს სისასტიკით უპასუხეს. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა დავდგეთ მათ გვერდით.” – წერია წერილში.