კიდევ ერთხელ, ანტიანერიკული ქართული ოცნება თავისი საზიზღარი პროპაგანდით შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტ ტრამპს. რეალურად კი, რეჟიმი ცდილობს საქართველოს კომუნისტური ჩინეთისთვის, ირანისა და რუსეთისთვის გადაბარებას, კრძალავს სიტყვის თავისუფლებას და აპატიმრებს ოპოზიციას. ეს აშშ-ს ინტერესებს ძლიერ ეწინააღმდეგება!
რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმაურება ივანიშვილის პროპაგანდისტს, ზაზა შათირიშვილს, რომელიც წერს, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბუო “დიფ სტეიტის გადალაგებაში” მონაწილეობენ და “ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს”.