უილსონი: “ოცნება” ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება.
უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “ქართული ოცნება” ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია, სწორედ ამიტომ ჩინეთისთვის ანაკლიის პორტის კონტროლის გადაცემის შესახებ ჰელსინკის კომისიის განცხადებას იზიარებს და უერთდება.
მადლობელი ვარ შევუერთდე განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობის თაობაზე, მიყიდოს საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, მათთვის ანაკლიის პორტის კონტროლის მიცემით. პარტია “ქართული ოცნება” ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზა არის წინ!” , – წერს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტროლი გადასცეს CCP-ის მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ სანქცირებულ კონგლომერატს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა