უილსონი: მჯერა, ტრამპი დადგება ქართველების გვერდით, არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გლობალნიუსთან ინტერვიუში ისაუბრა. მას საპარლამენტო არჩევნებზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობასა და -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილების შემდგომ, საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე ჰკითხეს.
ჯო უილსონი განმარტავს, რატომ უწოდა ქართულ ოცნებას არალეგიტიმური ხელისუფლება და ამის მიზეზად ს მანიპულაციური ჩარევებით ჩატარებას, მთავრობის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დამტკიცებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას ასახელებს.
“ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად”, – ამბობს ის.
ჟურნალისტმა მას ქართული ოცნების განცხადებებზეც ჰკითხა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ს თეთრ სახლში ოფიციალურად შესვლის შემდეგ, ურთიერთობები ქვეყნებს შორის სწრაფად განახლდება და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ქართულ ოცნებას დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობების პრობლემა არ ექნება. ამაზე პასუხად, ჯო უილსონი ამბობს:
“დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა”, – აცხადებს ის.
ის ასევე საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევის კონტექსტში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგე”, – აცხადებს ჯო უილსონი.