უილსონი: ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, რომელიც მეგობარი აქტის ერთ-ერთი ავტორია, ჯო უილსონი მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს.
უილსონი ასევე მიმართავს ქართულ ოცნებას, არ გამოიყენონ ძალადობა პროტესტის ჩასახშობად.
“გუშინ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეუერთდა ქართული ოპოზიციის წევრებს, რათა მსოფლიოსთვის გამოეცხადებინა, რომ საქართველოს საპარლამენტო ს შედეგები არალეგიტიმურია, ასევე მოეწოდებინა ქართველ ხალხისთვის, გამოვიდნენ ქუჩებში და გააპროტესტონ და მოითხოვონ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად…
მე ვდგავარ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და ქართველ ხალხთან ამ ბრძოლაში და ვაფრთხილებ ქართული ოცნების მთავრობას, არ გამოიყენონ ძალადობა პროტესტის ჩასახშობად. მსოფლიო გიყურებთ”- ამბობს უილსონი.