უილსონის თქმით, ტალიაშვილის ქმრის საკითხი ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს

რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებით, -ს ხაზინის დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს -ში „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმრის საქმიანობით.
ჯო უილსონი ასე გამოეხმაურა OC Media-ს სტატიას, რომლის მიხედვითაც, თამარ ტალიაშვილის ქმარს, დავით კუხალაშვილს მოსკოვში იურიდიული ფირმა აქვს, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბიზნესს ეხმარება. კერძოდ, ტალიაშვილის ქმრის ფირმა კონსულტაციას უწევდა კლიენტებს, რომლებიც ცდილობდნენ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული აქტივების გაყინვისა და სანქციების მოგვარებას.
„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, არსებული ცნობებით, რუსეთს აშშ-ის სანქციებისათვის თავის არიდებაში ეხმარება, რომლებიც მიზნად ისახავს პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებას. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და მოუთმენლად ველი შემდგომ რეაგირებას“, – წერს ჯო უილსონი X-ზე.