პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
სასოწარკვეთილი, მუდმივად მიტოვებული, ოცდაათწლიან ქარბორბალაში უიარაღოდ დარჩენილი ჭიათურელები იბრძვიან გადარჩენისთვის. მზად არიან შრომის დროს სიცოცხლე გარისკონ, უსამართლო სახელშეკრულებო პირობებს დათანხმდნენ, საშინელ სამხარზე ხმა არ ამოიღონ, ვახტური წესით იმუშაონ (იცით ეს რას ნიშნავს?), არ მიაქციონ ყურადღება გაშავებულ მდინარეს, ორმოებად ქცეულ ყანებს, მტვრით სავსე ჰაერს, შუაზე გადახლეჩილ ნიადაგს, ოღონდ შვილებს საჭმელი მიუტანონ, ავადმყოფ დედას წამალი, დაცემულ მეგობარს ერთი ბოთლი ლუდი; ოღონდ ბანკის ვალი გადაიხადონ, რათა არ გაშავდნენ და ელემენტარულის გარეშე არ დარჩნენ. არცერთი მთავრობა ამ ქალაქზე არ ზრუნავდა! არცერთი პარტია ამ ქალაქზე არ ზრუნავდა! პირიქით, ყველა მთავრობა და ყველა პარტია ჭიათურას საჯიჯგნად უგდებდა ცოფიან ძაღლებს: კალამოისკის მსგავს საერთაშორისო რანგის განგსტერ-კაპიტალისტებს, ადგილობრივ შპანას, ივანიშვილის ნათესავთა ნათესავებს (დღეს კვაზიპარლამენტარები რომ არიან), საკუთარ ბიზნესპარტნიორებს და ა.შ. მხოლოდ ყველა რჯულის მემარცხენეები ვამბობთ ბოლო 15 წელია – აუცილებელია ეკონომიკური მოდელის ცვლილება, რისთვისაც საჭიროა: ✅️ საწარმოს ნაციონალიზება;
✅️ მაღალპროფესიონალი მმართველის არჩევა;
✅️ მუშათა წარმომადგენლების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
✅️ საწარმოს მოგების გამოყენება შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეცვლისთვის, კეთილდღეობის ინსტიტუტებისთვის და რაც მთავარია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების მიღმა სხვა ინდუსტრიის განვითარებისთვის.
✅️ პრიორიტეტად უნდა გამოცხადდეს არა ფეროშენადნობთა ექსპორტი, არამედ ჩვენ თავად უნდა დავასრულოთ საწარმოო პროცესი. მანგანუმი, შენადნობები რაშიც გამოიყენება, რომელი პროდუქტის შექმნისთვის გამოიყენება, აქვე უნდა იწარმოებოდეს!!!!
✅️ და ა.შ. სოლიდარობა ზემო იმერეთის პატარა ქალაქს P.S. ვიცი, ფრთხილად ხართ. ვიცი, ბევრი სვლა არ გაქვთ. უამრავი ბოროტი ძალა მოქმედებს თქვენ წინააღმდეგ, ბოლოს რომ გესაუბრეთ თავად მითხარით – ისე არ გვინდა, რომ ერთი მოზვერი მეორეთი ჩავანაცვლოთო… P.P.S. მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, ჭიათურაში იმდენ სხვა დარგს განვავითარებთ, შეიძლება მანგანუმის წარმოებაც აღარ გახდეს საჭირო, მთავარია, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ))))
