უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს – სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა 11 მატჩიდან 9 წააგო და 2 ფრედ ითამაშა, პოსტი დატოვა.
პორტუგალიელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა. ნაკრებს დროებით U21-ის მწვრთნელი აიხან აბასოვი ჩაუდგა სათავეში.
ისლანდიასთან 0:5 დამარცხების შემდეგ, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჯახანგირ ფარაჯულაევმა განაცხადა: „თუ სანტუში არ წავა, ზომებს მივიღებთ. ასეთი მშიშარა ფეხბურთი არ გვჭირდება. მწვრთნელის ჩვენი ფეხბურთისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულება არასწორია“.
ფერნანდუმ უპასუხა: „რატომ უნდა გადავდგე? მაჩვენეთ ის, ვინც ნებით წავიდა. მწვრთნელის დადანაშაულება ადვილია“.
მას ჟურნალისტმა უთავმოყვარეო უწოდა.
სანტუში ადრე „პორტუს“, „ბენფიკას“ და „სპორტინგს“, აგრეთვე 8 წელიწადი პორტუგალიის ნაკრებს წვრთნილა, რომელმაც მისი ხელმძღვანელობით ევრო 2016 და ერთა ლიგა 2018/19 მოიგო.
· გიგო პაპა ვაისი გამახსენდა. არსად არ უყვართ მშიშარა მწვრთნელები. ჯობია შეუტიო და ისე წააგო, ვიდრე ავტობუსი ჩააყენო. ქეცბაია ამბობდა ხოლმე დიდი ანგარიშებით აღარ ვაგებთო. რა აზრი აქვს რამდენით წააგებ, თუ ქულების გრაფაში მაინც ნოლი გეწერება? ამიტომაც უნდა ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში, გვეყო რაც ევროზე გვიბრახუნეს.
საფრანგეთმა ს სძლია – დემბელემ ტრავმა მიიღო
“ბეშიქთაშს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გადააყენეს
ტრავმა ბაქოში – “ნაპოლი” სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა
მეოთხე ადგილზე გასვლის გამო აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად ფერნანდუ სანტუში დანიშნეს
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა
პოლონეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
რონალდომ მესი და ვან დეიკი საუკეთესო სამეულში არ დაასახელა
ყაზახეთი ბაქოში უშანსოდ დამარცხდა