„უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანგარიშზე“ – რა პირობით იყიდება ჭავჭავაძის გამზირზე უძრავი ქონება

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე ყიდის.
აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარია, აუქციონის ბიჯი კი 10000 ლარს შეადგენს.
„ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, – ნათქვამია აუქციონის პირობებში.
გარდა ამისა, ქონების საპრივატიზებო პირობად განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 4 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.
აუქციონი 16 აპრილს გაიმართება.