უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება

აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის, ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება
“აქ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვისა და საქართველო-აშშ-ის 32 წლის პარტნიორობისთვის განსაკუთრებით კრიტიკულ დროს ვიმყოფები.
ამაღამ დავასრულე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბოლო ორი დღის დისკუსიები პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან.
აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი:
შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ავნებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.
ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა.
მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის და ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.
ჩემი მეორე მესიჯი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, 16 წლის განმავლობაში აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას, არ ასრულებს 2008 წლის 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დღეს მამაც ქართველ ქალებს შევხვდი, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან პუტინის აგრესიის შედეგად, ტანჯვისა და გამძლეობის შესახებ მათი ისტორიები მოვისმინე. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ასობით ათასი იძულებულით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის მხარდაჭერას”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც