ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა უნდა დაიკავოს. Reuter-ის ცნობით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო
სასამართლომ ახსნა, რომ როდრიგესის დანიშვნა მნიშვნელოვანია „ადმინისტრაციული მემკვიდრეობის უზრუნველყოფისა და ქვეყნის ყოვლისმომცველი დაცვისთვის“.
გარდა ამისა, როგორც წერს New York Times (NYT) სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, რომლებიც ნიკოლას მადუროს გადაყვანის მარშრუტს იცნობენ, ვერტმფრენი, რომელშიც გადაყენებული ვენესუელის პრეზიდენტი იმყოფებოდა, დაეშვა ბრუკლინში, საპატიმროსთან ახლოს, სადაც ის დარჩება სასამართლომდე.
ასევე NYT-ის ცნობით, სასჯელაღსრულების ცენტრთან მყოფმა პოლიციელმა იქ შეკრებილებს აცნობა, რომ მადურო უკვე შევიდა დაწესებულებაში. ადგილზე ზეიმი გაიმართა, ხალხი მღეროდა და ვენესუელის დროშებს აფრიალებდა.




