უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

-ის უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო ექსპრეზიდენტ ს აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. უზენაესმა სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა. საქმის განხილვა თებერვალშია ჩანიშნული და გადაწყვეტილება ყველა შტატზე გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში კოლორადოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციის მე-14 შესწორება გამოიყენა, რომელიც უკრძალავს ფედერალური თანამდებობების დაკავებას პირებს, რომლებიც ამბოხში მონაწილეობდნენ.
იანვარში ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მიმართა კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
ასევე ნახეთ:
· დარჩება თუ არა ტრამპი არჩევნების გარეშე? | აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი პრაიმერიზში მონაწილეობის აკრძალვას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს