უზბეკეთი ფოთის თიზ – ში მულტიფუნქციურ სასაწყობო ტერმინალს აშენებს – East-Fruit

ფოთში (საქართველო) მდებარე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) ახალი მრავალფუნქციური სასაწყობო ტერმინალი აშენდება. მისი ფართობი 30 ჰექტარამდე იქნება. იგი აშენდება უზბეკი პარტნიორების სახსრებით. პროექტის საინვესტიციო პორტფელის ღირებულება 50 მილიონი ლარია – იუწყება EastFruit.
ს თიზ–ის დირექტორის, დავით ებრალიძის თქმით, უზბეკურ მხარესთან მოლაპარაკებები ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. მისი თქმით, მთელი პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მოეწყობა გაყინული პროდუქციის საწყობი, რომლის ტევადობა 1000 ტონა იქნება. მეორე ეტაპზე 5000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული სატვირთო საწყობი აშენდება. მესამე ეტაპზე იგეგმება 8000 კვადრატული მეტრი ფართობის დახურული ნაყარი ტვირთების საწყობის, ასევე დიდი ზომის და საკონტეინერო ტვირთების ტერმინალის მშენებლობა. ახალ სასაწყობო ტერმინალში ტვირთის უზბეკეთიდან შემოვა და ევროპაში ექსპორტზე გავა. გარდა ამისა, ტვირთის გადაზიდვა მოხდება საპირისპირო მიმართულებითაც.

ასევე დაგაინტერესებთ